Accessibility links

logo-print

ამერიკელ ექიმს ებოლის ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა


აშშ-ში ებოლის ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა ამერიკელ ექიმს, რომელიც ახლახან დაბრუნდა დასავლეთ აფრიკიდან. 33 წლის კრეიგ სპენსერი გვინეიდან ნიუ იორკში 17 ოქტომბერს, ბრიუსელის გავლით დაბრუნდა. ის ორგანიზაციის - „ექიმები უსაზღვრებოდ“ თანამშრომელია და გვინეაში ებოლით დაავადებულებს ეხმარებოდა. მიმდინარე კვირის ოთხშაბათს სპენსერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოს მიმართა, რომლის ინფექციურ იზოლატორშიც იმყოფება ახლა. ნიუ იორკის ხელისუფლება და ჯანდაცვის ფედერალური უწყების თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ ვის ეურთიერთა კრეიგ სპენსერი შტატებში დაბრუნების შემდეგ. ნიუ იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ სპენსერს ძალიან ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

XS
SM
MD
LG