Accessibility links

logo-print

აშშ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ


აშშ მოუწოდებს უკრაინის ყველა მოქალაქეს, მათ შორის - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე მცხოვრებს, მონაწილეობა მიიღოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ პსაკიმ უკრაინაში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს უწოდა მორიგი „ქვაკუთხედი“ უკრაინისთვის. პსაკიმ გაანცხადა, რომ აშშ მკაცრად დაგმობს ნებისმიერ ჩარევას არჩევნებში. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა დონეცკსა და ლუგანსკში განაცხადეს, რომ ნოემბერში თავიანთ არჩევნებს ჩაატარებენ. პსაკიმ აღნიშნა, რომ "ლეგიტიმური არჩევნები" იქნება უკრაინაში 26 ოქტომბერსა და 7 დეკემბერს ჩატარებული არჩევნები. ვაშინგტონი "მზად არის ითანამშრომლოს უკრაინის ახალ პარლამენტთან კორუფციის დაძლევის, რეფორმების ხელშეწყობისა და ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის".

XS
SM
MD
LG