Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურაში იმყოფება ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე


საქართველოს პროკურატურაში იმყოფება ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც სამ კოლეგასთან ერთად 2011 წელს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. გამომძიებლებთან შეხვედრამდე ზურაბ ქურციკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას დაკავების შესახებ. ქურციკიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯაშუშები არასდროს ყოფილან და აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს. დაზარალებულის სტატუსით პროკურატურამ 23 ოქტომბერს დაკითხა ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძეც. მას, ზურაბ ქურციკიძეს და ირაკლი და ნათია გედენიძეებს უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაში პროკურატურამ ბრალი 2011 წელს დასდო. აღიარებითი ჩვენების შემდეგ ფოტორეპორტიორები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG