Accessibility links

logo-print

სერბიას კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა


კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ენვერ ხოჯაი იმყოფებოდა სერბიაში, რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს მინისტრის პირველი ვიზიტი იყო 2008 წელს სერბიისგან კოსოვოს ცალმხრივი გამოყოფის შემდეგ. ბელგრადში ჟურნალისტებთან საუბრისას ხოჯაიმ საკუთარ თავს „კოსოვოს სუვერენიტეტის სიმბოლო“ უწოდა. კოსოვო დამოუკიდებელია, ვერავინ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას, თქვა მან. ბელგრადში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სერბია არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეთანხმება თავის ყოფილ ოლქთან ურთიერთობის განვითარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებაა მისი მიზანი. ხოჯაის ვიზიტი მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ კოსოვოს აღიარებას, რაც ყოფილ ოლქს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში. სერბიამ ამის გამო პროტესტი განაცხადა.

XS
SM
MD
LG