Accessibility links

logo-print

უეფამ სერბიის ნაკრებს ალბანეთთან მოგება ჩაუთვალა, მაგრამ სამი ქულა ჩამოართვა


უეფამ სერბიის საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებად ჩაუთვალა ალბანეთის ნაკრებთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელიც ბელგრადის სტადიონზე უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ალბანეთის ნაციონალისტების დროშის გამოფენის და შემდგომი არეულობის გამო ჩაიშალა. თუმცა ეუთომ ამავე დროს სერბიის ნაკრებს ჩამოართვა მოპოვებული სამი ქულა მაყურებლის მიერ მოწყობილი არეულობის გამო. სერბიას სასჯელად დაუწესეს ასევე შემდგომი ორი საერთაშორისო მატჩის დახურულ სტადიონზე, გულშემატკივრების გარეშე, თამაში. ორივე გუნდს, სერბიის და ალბანეთის ეროვნულ ნაკრებებს, დაეკისრათ ჯარიმის სახით ას-ასი ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა. ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ალბანელების მწვრთნელის, ჯიანი დე ბიაზის აზრით, ეუთოს კომისიის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. უეფას თანახმად, მისი გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია.

XS
SM
MD
LG