Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინის კონფლიქტმა 800 ათას ადამიანს დაატოვებინა სახლ-კარი


გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის თანახმად, კონფლიქტმა უკრაინის არმიასა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ამ ქვეყნის აღმოსავლეთში 800 ათასი ადამიანი აიძულა დაეტოვებინა სახლ-კარი. უწყების თანახმად, 430 ათასი ადამიანი უკრაინის შიგნით არის გადაადგილებული, მათგან 170 ათასმა სექტემბრის შემდეგ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. მხოლოდ მცირე, ექვსი ათას ექვსასმა ადამიანმა მიმართა თავშესაფრის თხოვნით ევროპის კავშირის ქვეყნებს, დანარჩენმა რუსეთს მიაშურა.

XS
SM
MD
LG