Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ შეშფოთებულია საქართველოში სასამართლო პროცესების გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის კვლავაც შეშფოთებულია იმით, თუ როგორ განიხილავენ საქართველოში ყოფილი ოფიციალური პირების მიმართ აღძრულ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეს. შეკითხვას, რა ფიქრობს ის ახლახან გამოცხადებული განაჩენის შესახებ, როცა თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩანა ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით მიუსაჯეს პატიმრობა წამების მუხლით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ საკიმ უპასუხა, რომ არ სურს ცალკეულ საქმეებს შეეხოს. საკის თქმით, ვაშინგტონი მუდამ უსვამდა ხაზს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, საგამოძიებო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სასამართლო არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

XS
SM
MD
LG