Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთთან დაპირისპირებას არ ვესწრაფვით


აშშ აცხადებს, რომ არ ესწრაფვის „რუსეთთან კონფრონტაციას“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ თუმცა, ვაშინგტონს არ შეუძლია და არ აპირებს დათმოს ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება უსაფრთხოება ევროპასა და აშშ-ში. საკის კომენტარი მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინა დღის ნათქვამს, რომ მსოფლიო სულ უფრო სახიფათო ადგილი ხდება, რადგან, როგორც მან თქვა, აშშ ცდილობს თავისი ნება მოახვიოს სხვა ქვეყნებს. პუტინმა თავის გამოსვლაში, სოჭში საერთაშორისო შეხვედრაზე, ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა უგულებელყო რუსეთის კანონიერი ინტერესი უკრაინაში და მიემხრო ვიქტორ იანუკოვიჩის, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტის, გადაყენებას.

XS
SM
MD
LG