Accessibility links

logo-print

უკრაინაში დასრულდა საარჩევნო კამპანია


დასრულდა საარჩევნო კამპანია უკრაინაში, სადაც ხვალ საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. გამოკითხვებით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას ემხრობა ამომრჩეველთა მესამედზე ოდნავ ნაკლები. აშშ-მა მოუწოდა უკრაინელებს, ყველგან, მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკსა და ლუგანსკშიც, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. პრორუსი სეპარატისტები ნოემბერში საკუთარ სეპარატისტულ არჩევნებს გეგმავენ. 26 ოქტომბრის არჩევნები არ ჩატარდება 14 რაიონში, სადაც სეპარატისტები არიან გაბატონებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ივანოვმა თქვა, რომ რუსეთი არჩევნების შედეგებს აღიარებს, რადგან უკრაინაში ნორმალიზება სურს.

XS
SM
MD
LG