Accessibility links

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები იმართება


უკრაინის მოქალაქეები დღეს საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას ირჩევენ. კენჭისყრა დაიწყო დილით ადრე და საღამომდე გასტანს. არჩევნების წინა დღეს, პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიმართა უკრაინელებს და თქვა, რომ ეს კენჭისყრა დაასრულებს „ძალაუფლების გადაცემის“ პროცესს, რომელიც პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებით დაიწყო მასობრივი გამოსვლების შედეგად. პოროშენკო მოუწოდა ამომრჩევლებს აირჩიონ რეფორმისტული, არა კორუმპირებული, პროუკრაინული და პროევროპული, არა პროსაბჭოთა პარლამენტი. რეგისტრირებულია სულ 36,5 მილიონი ამომრჩეველი. უკრაინის ოთხ მილიონზე მეტ მოქალაქეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც პრორუსულმა სეპარატისტებმა აკრძალეს არჩევნები, არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. წინასწარი გამოკითხვებით, პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს. არჩევნებში მონაწილეობს 29 პარტია. პეტრო პოროშენკოს ბლოკთან ერთად ესენი არიან, სახალხო ფრონტი, რომელსაც პრემიერი არსენ იაცენიუკი უდგას სათავეში, ოლეგ ლიაშკოს „რადიკალური პარტია“, ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის, „თვითდახმარება“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“. რუსეთში გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის არაერთი მომხრეა ჩართული არჩევნებში „ძლიერი უკრაინის“ და „ოპოზიციური ბლოკის სახით“.

XS
SM
MD
LG