Accessibility links

logo-print

აშშ-ის და ბრიტანეთის ჯარებმა ოფიციალურად ჩააბარეს ავღანეთის არმიას სამხედრო ბაზები


აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ბრიტანეთის საბრძოლო შენაერთებმა დიდი სამხედრო ბაზა ჩააბარეს ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს. სტრატეგიულად მნივშნელოვან სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში „კემპ ლეთარნეკი“ ავღანელებს 26 ოქტომბერს გადაეცათ. ეს არის ყველაზე აშშ-ის დიდი ბაზა, რომელიც ავღანელებს გადაეცემათ როცა წლის ბოლოს კოალიციის ჯარები დატოვებენ ავღანეთს. ავღანეთის არმიას გადაეცა იქვე მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზა. ეს ბრიტანეთის ბოლო საყრდენი პუნქტია ავღანეთში. სექტემბერში დადებულ ხელშეკრულებით, აშშ-ის ათი ათასი სამხედრო დარჩება ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც.

XS
SM
MD
LG