Accessibility links

ერაყის არმიამ და ქურთთა შენაერთებმა მტი ტერიტორია დაიკავეს


ერაყის უშიშროების ძალებმა და ქურთთა არმიამ, ფეშმერგამ, ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების რაზმებს გამოსტაცეს ერაყის ჩრდილოეთის და ცენტრალური რეგიონის ტერიტორიები. მათ, ხანგძლივი ბრძოლის შედეგად, 25 ოქტომბერს, დაიკავეს ქალაქ ჯუფრ ალ-სახარის დიდი ნაწილი, ბაღდადის სამხრეთში. პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ აბადის თქმით, ამ ქალაქიდან განდევნილებს მალე ექნებათ საშუალება დაბრუნდნენ შინ. ქურთთა რაზმებმა ერაყის ჩრდილოეთში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების მეომრები განდევნეს ქალაქ ზუმარიდან და მახლობელი სოფლებიდან. ზუმარი მოსულიდან 60 კილომეტრშია. ის ქურთების ხელში მყოფი ერთ-ერთი პირველ ქალაქი იყო, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ დაკავა. ვაშინგტონში პენტაგონმა განაცხადა 26 ოქტომბერს, რომ აშშ-ის არმიამ 23 თავდასხმა განახორციელა ერაყსა და სირიაში, ქალაქ კობანისთან.

XS
SM
MD
LG