Accessibility links

აშშ-მა დაგმო ირანში 26 წლის ქალის სიკვდილით დასჯა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ირანში 26 წლის ქალის სიკვდილით დასჯა და გააკრიტიკა ირანის ხელისუფლება, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანა მიუხედავად ირანის უფლებადამცველების თხოვნისა და ამ საქმის გამო საერთაშორისო აღშფოთებისა. ირანის ხელისუფლებამ ჩამოახრჩო 26 წლის, რეიჰანე ჯაბარი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მოკვლისთვის. ამნესტი ინტერნეშენელის თანახმად, ჯაბარის სიკვდილით სჯიდნენ მორთეზა აბდოლაი სარბანდის დანით მოკვლის გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო უწყება თვლის, რომ სარბანდის მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა, როცა ის თავს დაესხა ახალგაზრდა ქალს და სქესობრივ ძალადობას მიმართა, და რომ მას ჩვენება ზეწოლის პირობებში ჩამოართვეს. ირანში 250 ადამიანი ჩამოახრჩეს 2014 წელს.

XS
SM
MD
LG