Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში პატიმრობა მიუსაჯეს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებს


ეგვიპტის სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა დემოკრატიის მომხრე, მათ შორის ადამიანის უფლებადაცვის 23 აქტივისტს ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციის გამართვის გამო. მათ, ცნობით დაეკისრათ ათას ოთხასი დოლარს ჯარიმის გადახდა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს. საქმე ეხება დემონსტრაციას, რომელიც მოეწყო პრეზიდენტის სასახლესთან, ახალი იმ კანონის მიმართ პროტესტის გამოსახატავად, რომელიც ზღუდავს ქუჩაში გამოსვლების უფლებას. კანონი ავალდებულებს ორგანიზატორებს, სამი დღით ადრე გააფრთხილონ პოლიცია.

XS
SM
MD
LG