Accessibility links

logo-print

უკრაინა ახალ პარლამენტს ირჩევს


უკრაინის მოქალაქეები დღეს საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას ირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შუა ევროპის დროით, 15 საათზე გავრცელებული ცნობით, იმ დროისთვის მონაწილეობა 40 პროცენტს უდრიდა. პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში ხმის მიცემის შემდეგ, თქვა, რომ კენჭისყრა დაასრულებს „ძალაუფლების გადაცემის“ პროცესს, რომელიც პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებით დაიწყო მასობრივი გამოსვლების შედეგად. პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ შექმნის ძლიერ, პროევროპულ, პროკურაინულ და დემოკრატიული კოალიციას. რეგისტრირებულია სულ 36,5 მილიონი ამომრჩეველი. უკრაინის ოთხ მილიონზე მეტ მოქალაქეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც პრორუსულმა სეპარატისტებმა აკრძალეს არჩევნები, არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან არჩევნები იქ აკრძალა სეპარატისტულმა ძალამ. წინასწარი გამოკითხვებით, პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს. არჩევნებში მონაწილეობს 29 პარტია. პეტრო პოროშენკოს ბლოკთან ერთად ესენი არიან, სახალხო ფრონტი, რომელსაც პრემიერი არსენ იაცენიუკი უდგას სათავეში, ოლეგ ლიაშკოს „რადიკალური პარტია“, ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის, „თვითდახმარება“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“. რუსეთში გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის არაერთი მომხრეა ჩართული არჩევნებში „ძლიერი უკრაინის“ და „ოპოზიციური ბლოკის სახით“.

XS
SM
MD
LG