Accessibility links

logo-print

როჰანი მჟავით „არაადამიანური“ თავდასხმების გამო მართლმსაჯულებას მოითხოვს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ქალებზე მჟავით თავდასხმას უწოდა „არაადამიანური აქტი“ და განკარგულება გასცა, მოძებნონ პასუხისმგებლები. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ისპაჰანში ოთხიდან რვა ქალამდე გახდა მჟავით თავდასხმის მსხვერპლი. ქალები ფიქრობენ, რომ მათ მჟავას ასხამენ იმის გამო, რომ არ აქვთ მთლიანად დაბურული თავი, როგორც ამას ჩაცმა-დახურვის ისლამური წესი მოითხოვს. უმეტესობამ საშინელი დამწვრობა მიიღო თავსა და თვალებზე. შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ასევე საიდუმლო სამსახურებს როჰანიმ მოუწოდა, სასწრაფოდ დააპატიმრონ ისინი, ვინც ამ თავდასხმების უკან დგას. ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დააკავა ოთხი პირი. თავდასხმებს მოჰყვა დემონსტრაციების თეირანსა და ისპაჰანში. ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმე ებთექსრმა მსხვერპლი საავადმყოფოში მოინახულა.

XS
SM
MD
LG