Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, შეიარაღებული მეამბოხეები დაესხნენ თავს პოლიციის საგუშაგოებს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბადახშანის პროვინციაში და სულ მცირე, ოთხი ოფიცერი მოკლეს. დაჭრილია შვიდი პოლიციელი. პოლიციის თქმით, მეამბოხეთა დიდი რაოდენობა დაესხა თავს პოლიციის საგუშაგოებს უარდოჯის ოლქში. ოფიციალური სააგენტოს თანამხად, სროლისას ათამდე მეამბოხე მოკლეს. არ არის ცნობილი, ვინ იდგა თავდასხმის უკან.

XS
SM
MD
LG