Accessibility links

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


უკრაინაში გაიმართა საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები. 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ხმის მიცემის შემდეგ, პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში თქვა, რომ კენჭისყრა დაასრულებს „ძალაუფლების გადაცემის“ პროცესს, რომელიც პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებით დაიწყო მასობრივი გამოსვლების შედეგად. პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ შექმნის ძლიერ, პროევროპულ, პროუკრაინულ და დემოკრატიული კოალიციას. ეგზიტ პოლების პირველი შედეგებით, პროდასავლურ ძალებს, პეტრო პოროშენკოს ბლოკს, 23 პროცენტი, ხოლო სახალხო ფრონტს, 21,3 პროცენტი მიემხრო. ოპოზიციურ ჯგუფს, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეები შედიან, თითქმის რვა პროცენტმა დაუჭირა მხარი, რაც პარლამენტში მანდატის მოპოვებისთვის საკმარისია. რადიკალურ პარტიას, 6,4 პროცენტი, ხოლო ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს ბატკივშჩინას, 5,6 პროცენტი მიემხრო. პირველი წინასწარი შედეგები ხვალ გამოქვეყნდება. რეგისტრირებული იყო სულ 36,5 მილიონი ამომრჩეველი. უკრაინის ოთხ მილიონზე მეტ მოქალაქეს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, სადაც პრორუსული სეპარატისტები ბატონობენ, არ შეეძლოთ კენჭისყრაში მონაწილეობა, რადგან იქ არჩევნები აიკრძალა. სულ მონაწილეობდა არჩევნებში 29 პარტია.

XS
SM
MD
LG