Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არჩევნებში პროდასავლურმა პარტიებმა გაიმარჯვეს


ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმეტესობა პროდასავლურმა პარტიებმა მოიპოვეს. ეს პირველი არჩევნებია ქვეყანაში, რომელიც თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩატარდა. პირველ ადგილზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი გადის, მეორეზე კი - პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის სახალხო ფრონტი. პეტრო პოროშენკომ ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა „მხარი დაუჭირა უკრაინის შეუქცევად სვლას ევროპისაკენ“. მან ასევე თქვა, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების დასრულების „პოლიტიკურ მეთოდებს“. აღმოსავლეთის რეიონებში მცხოვრებ 3 მილიონამდე ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. პრორუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში აცხადებენ, რომ თავიანთ არჩევნებს მომავალ თვეში ჩაატარებენ. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ყირიმში მცხოვრებ 1,8 მილიონ ადამიანსაც.

XS
SM
MD
LG