Accessibility links

დილმა რუსეფი კვლავ ბრაზილიის პრეზიდენტია


ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა. მან ხმების 51 პროცენტი მიიღო. მისმა მეტოქემ, ცენტრისტმა კანდიდატმა აეციო ნევესმა ხმების 48 პროცენტი მიიღო. გამარჯვების სიტყვაში დილმა რუსეფმა განაცხადა, რომ აპირებს იყოს „გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე ის აქამდე იყო“. რუსეფს აკრიტიკებდნენ ქვეყანაში გამეფებული კორუფციის გამო და საფეხბურთო ჩემპინატზე დახარული სახსრების გამო. დილმა რუსეფი განსაკუთრებით პოპულარულია ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაში, ძირითადად მისი მთავრობის მიერ შემოღებული სოციალურიდ ახმარების სისტემისათვის

XS
SM
MD
LG