Accessibility links

ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ოფიციალურად გადასცეს ბაზები ავღანეთის არმიას


ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა და ბრიტანეთის საბრძოლო ძალებმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს საბოლოოდ გადააბარეს კონტროლი სამხერთ ავღანეთში მდებარე უკანასკნელ სამხედრო ბაზებზე. ჰელმანდის პროვინციაში მდებარე აშშ-ის ლეზერნეკის სტრატეგიული სამხედრო ბაზა ავღანეთის ხელისუფლებას 26 ოქტომბერს გადაეცა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც ავღანეთის სამხედრო ძალების განკარგულებაში გადავიდა იმ ფონზე, როდესაც 31 დეკემბერს ავღანეთში საბოლოოდ უნდა დასრულდეს საერთაშორისიო კოალიციის საბრძოლო ოპერაცია. ავღანეთის არმიას გადაეცა ასევე სამხედრო ბრიტანეთის ბოლო სამხედრო ბაზა ბასტიონი, რითაც დასრულდა ბრიტანეთის სამხედრო მისია ავღანეთში. ამგვარად ჰელმანდის პროვინცია მთლიანად დატოვა უცხოეთის სამხედრო ძალებმა. აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე კი ავღანეთის ეროვნული არმიის 215-ე კორპუსი განლაგდება. ქაბულსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლის შემდეგ კი ავღანეთში 10 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება.

XS
SM
MD
LG