Accessibility links

logo-print

ყარაბაღის კონფლიქტზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პარიზში ისაუბრებენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მასპინძლობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და ილხამ ალიევისა შეხვედრას, რომლის მთავარი თემაა სადაო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგება. საფრანგეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ოლანდი ცალ-ცალკე გამართავს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან, ამის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ფონია მზარდი ესკალაცია სადაო რეგიონის კონფლიქტის ზონაში, რასაც მიმდინარე წლის აგვისტოდან ორივე მხრიდან 20 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

XS
SM
MD
LG