Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: უტოპიაა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სხვის ტერიტორიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიშით წარდგენისას აფხაზ და ოს ხალხს მიმართა და მათ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. ღარიბაშვილმა, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება მის ტერიტორიაზე სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობას. „ ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა, არასოდეს შევეგუებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძირძველი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე. ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში კვლავ ავტონომიის შექმნისა და მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG