Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარ ტერაქტს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის ოფიციალური წყაროების დაუზუსტებელი ცნობით, სულ მცირე 11 კაცი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ტერაქტი 27 ოქტომბერს ქალაქ ჯურფ ალ სახარის შესასვლელთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მომხდა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აღნიშნული არეალიდან სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს. აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც არ გამორიცხავენ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას.

XS
SM
MD
LG