Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლება მჟავით განხორციელებულ თავდასხმაში „უცხოეთის აგენტებს“ ადანაშაულებს


ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ისტორიულ ქალაქ ისპაჰანში მჟავის გამოყენებით განხორციელებულ ამასწინანდელ თავდასხმაში საზღვარგარეთის აგენტები და ირანის რევოლუციის მტრები დაადანაშაულა. ალი იუნუსიმ, პრეზიდენტ ჰასან როჰანის მრჩეველმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მჟავის სახეში შესხმას არაფერი აქვს საერთო ირანულ კულტურასთან. მან ანტი-რევოლუციური ძალები და უცხოეთის ძალები დაადანაშაულა ისფაჰანში მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც სულ მცირე ოთხი ქალს შეასხეს სახეში მჟავა მოტოციკლზე მსხდომმა თავდამსხმელებმა, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG