Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი „აუცილებელს“ უწოდებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას


ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატანბაევი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად უნდა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ „საბაჟო კავშირს“, მიუხედავად ფასების მოსალოდნელი ზრდისა. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს სტაბილური განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მაისში ატამბაევმა და საბაჟო კავშირის წევრი სამი სახელწმიფოს რუსეთის, ბელორუსიისა და ყახაზეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „საგზაო რუკას“, რომლის თანახმად ყირგიზეთი ამ კავშირს 2015 წლის 1 იანვარიდან შეუერთდება.

XS
SM
MD
LG