Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა


პარიზში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ საქსიანის შეხვედრა - ბოლო სამ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში უკვე მესამე შეხვედრა, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს დაეთმო. ორი ლიდერი ჯერ პირისპირ ესაუბრა ერთმანეთს, შემდეგ კი მათ შეუერთდნენ ეუთოს "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეები - აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ადასტურებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილს. 1990-იანი წლების დასაწყისში ომის შემდეგ, რეგიონს, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG