Accessibility links

აშშ-მა შექმნა „საინფორმაციო კოალიცია“ ექსტრემისტებთან საბრძოლველად


აშშ-მა წარმოადგინა, მისი განმარტებით, „საინფორმაციო კოალიცია“, რომლითაც მუსლიმურ და დასავლეთის ქვეყნებთან ერთად უპირისპირდება გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალისხმევას, ინტერნეტის მეშვეობით მიიზიდოს ახალი მებრძოლები. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კუვეიტში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს ევროპული და არაბული ქვეყნების წარმომამდგენლებს, რომ ექსტრემისტებთან ბრძოლა უნდა მოიცავდეს პარალელურ კამპანიებს მათთან სამხედრო და საფინანსო სფეროში დაპირისპირებების სახით. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG