Accessibility links

logo-print

"ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა მორიგი პროპაგანდისტული ვიდეო


ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ - „ისლამური სახელმწიფო“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ბრიტანელი მძევალია ასახული. ვიდეო სავარაუდოდ, გადაღებულია სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანიში იმის საჩვენებლად, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც ინარჩუნებს პოზიციებს ქალაქში. გატაცებული ჟურნალისტი, 43 წლის ჯონ კენტლი ომით დანგრეულ ქალაქ კობანის ფონზე, კამერის წინ უარყოფს აშშ-ის განცხადებებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები უკან იხევენ. აშშ-ის სარდლობამ 27 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად გაანადგირეს „ისლამური სახელმწიფოს“ ავტომანქანები და ექსტრემისტების მიერ დაკავებული შენობა. კენტლი სირიაში 2012 წლის ნოემბერში სირიაში გაიტაცეს, როცა სამოქალაქო ომს აშუქებდა.

XS
SM
MD
LG