Accessibility links

logo-print

ერაყში 2 აფეთქებას ემსხვერპლა 34 ადამიანი


მანქანაზე დამონტაჟებული ბომბებით 27 ოქტომბერს მოწყობილ ორ აფეთქებას ერაყში 34 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი აფეთქება ბაღდადიდან სამხრეთით, 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჯურფ ალ-სახარის მოსადგომებთან მდებარე შიიტთა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა. მეორე კი - ბაღდადის ცენტრში შიიტებით დასახლებულ რაიონ კარადაში. პირველს სულ ცოტა 24 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე აფეთქებას - 10.

XS
SM
MD
LG