Accessibility links

logo-print

იაპონიამ და ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყეს ორდღიანი მოლაპარაკებები


იაპონიამ და ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყეს ორდღიანი მოლაპარაკებები იმის შესაფასებლად - როგორ მიმდინარეობს ჩრდილოეთ კორეაში 1970-იან და 1980-იან წლებში გატაცებული იაპონიის მოქალაქეების ბედიღბლის დასადგენი გამოძიება. მოქალაქეთა გატაცება დიდი ხანია დაძაბულობას ქმნის იაპონიისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობაში. ორ ქვეყანას არ გააჩნია ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები. იაპონიის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ოთხ დღეს დარჩება. 2002 წელს ჩრდილოეთმა კორეამ აღიარა იაპონიის 13 მოქალაქის გატაცება და ის, რომ ისინი ჯაშუშების მოსამზადებლად სჭირდებოდა. 5 მათგანს 2002 წელსვე მისცეს იაპონიაში დაბრუნების საშუალება. დანარჩენები, ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, გარდაიცვალა, ან არასდროს შესულა ჩრდილოეთ კორეაში. იაპონიის განცხადებით, გატაცებული შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ ასეულობით პირი და ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს. ჩრილოეთმა კორეამ მიმდინარე წლის მაისში თანხმობა განაცხადა ახალი გამოძიების დაწყებაზე. სანაცვლოდ, იაპონია დათანხმდა ჩრდილოეთ კორეისთვის ზოგიერთი ორმხრივი სანქციის შემსუბუქებაზე.

XS
SM
MD
LG