Accessibility links

რუსეთი აპირებს უკრაინაში სეპარატისტების არჩევნების აღიარებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი აპირებს, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ 2 ნოემბრისთვის დანიშნული არჩევნები. რუსეთის გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რომელიც 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი „რასაკვირველია“ ცნობს არჩევნების შედეგებს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი მეამბოხეების ლიდერები ამბობენ, რომ რეგიონში თვითონ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს, საკუთარი ლიდერების ასარჩევად. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი არჩევნები უნდა გაიმართოს უკრაინის კანონების შესაბამისად. ეს განცხადება მიანიშნებს, რომ კიევი კანონიერად არ ცნობს დონეცკსა და ლუგანსკში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კიევი ორივე ოლქში რაიონების ნაწილს სთავაზობს „თვითმმართველობას“ სამი წლით და ადგილობრივი არჩევნების 7 დეკემბერს გამართვას.

XS
SM
MD
LG