Accessibility links

logo-print

უკრაინის პრო-დასავლური პარტიები კოალიციის შექმნაზე მსჯელობენ


უკრაინაში გრძელდება კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ პრო-დასავლური პარტიების წარმომადგენლები. კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, სწორედ ეს პარტიები ლიდერობენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 27 ოქტომბერს უმასპინძლა კოალიციაზე მოლაპარაკებას პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან და ქალაქ ლვოვის მერთან, ანდრეი სადოვისთან. საარჩევნო ბიულეტენების 70%-ზე მეტის დათვლის საფუძველზე იუწყებიან, რომ პოროშენკოსა და იაცენიუკის პარტიებს ერგოთ ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა, დაახლოებით 21-21%. მესამე ადგილზეა სადოვის პარტია „თვითდახმარება“ (ხმების 13%-მდე). უცხოელი მეთვალყურეები არჩევნებს დადებითად აფასებენ, ხოლო რუსეთი გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნებს მოჰყვება დაძაბულობის განმუხტვა, „კონსტრუქციული“ მთავრობის შექმნით.

XS
SM
MD
LG