Accessibility links

logo-print

აშშ-მა კარანტინში მოათავსა აფრიკიდან დაბრუნებული ჯარისკაცები


აშშ-მა კარანტინში მოათავსა დასავლეთ აფრიკიდან დაბრუნებული ათამდე ჯარისკაცი, რომელიც მონაწილეობდა ებოლის საწინააღმდეგო ზომების განხორციელებაში - კერძოდ, შესაბამისი ობიექტების მშენებლობაში. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მართალია, არ დაუდგენიათ ინფიცირების სიმპტომები, მაგრამ ისინი სამ კვირას დაჰყოფენ იტალიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ექიმების დაკვირვების ქვეშ. პენტაგონი აცხადებს ასევე, რომ სამხედრო ბაზაზე იზოლირებული იქნებიან სხვა ჯარისკაცებიც, ლიბერიიდან დაბრუნების შემდეგ.

XS
SM
MD
LG