Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს


უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მან წუხილი გამოთქვა, რომ უკრაინაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო ქვეყნის ყველა მოქალაქეს არ მიეცა თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. „საქართველო პატივს სცემს უკრაინელი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევანს, რომლითაც მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთობას და ევროპულ მომავალს, და წარმატებას უსურვებს უკრაინის მთავრობას და ხალხის მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს უკრაინის, როგორც ჭეშმარიტად ევროპული ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინელ ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება 27 ოქტომბერს მიულოცეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლებმაც მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უკრაინის ხელისუფლებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

XS
SM
MD
LG