Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტერგაციის ე.წ. ხელშეკრულების პროექტზე დღეს თბილისში იმსჯელებენ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარდგება მოხსენებით იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე რეაგირებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG