Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ახალი პრეზიდენტი ჩინეთს ეწვევა


ავღანეთის ახალი პრეზიდენტი აშრაფ ღანი იწყებს სამდღიან ოფიციალურ ვიზიტის ჩინეთში. ოფიციალური ინფორმაციით, ღანი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და სხვა ლიდერებს, ხელს მოაწერს შეთანხმებებს ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. ჩინეთი მთავარი იანვესტორია ავღანეთში, რომელიც მინერალური რესურსებით მდიდარ ქვეყნად ითვლება - ეს რესურსები ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ჩინეთს უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტები ავღანეთში ნავთობისა და სპილენძის საბადოების ასათვისებლად. პეკინში ვიზიტისას, აშრაფ ღანი დაესწრება აგრეთვე ჯგუფ „სტაბულის პროცესის“ შეხვედრას. ეს, 14 წევრიანი რეგიონული გაერთიანება მუშაობს უშიშროების, ეკონიმიკისა და პოლიტიკის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG