Accessibility links

logo-print

პუტინის რეიტინგი წელს პირველად შემცირდა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი წელს პირველად შემცირდა. მოსკოვში დაფუძნებული ინსტიტუტის, „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, თუ აგვისტოში, როცა პუტინის პოპულარობამ პიკს მიაღწია, გამოკითხულთა 57% მზად იყო, საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის მიეცა ხმა, სექტემბერში ასეთ მხარდამჭერთა რიცხვი 49% შემცირდა. 2014 წლის იანვარში - უკრაინაში ხელისუფლების შეცვლამდე - პუტინის რეიტინგი 29%-ს შეადგენდა. სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ პუტინის რეიტინგის მერყეობა კრელმში ბუნებრივ პროცესად მიაჩნიათ და მას არ უთმობენ დიდ ყურადღებას.

XS
SM
MD
LG