Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი და ჩინეთი გამოთქვამენ გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილს


ავღანეთი და ჩინეთი გამოთქვამენ გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილს, პეკინში ავღანეთის ახალი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფიციალური ვიზიტის დაწყებასთან დაკავშირებით. პეკინში უკვე გაიმართა ღანისა და მისი ჩინელი კოლეგის, სი ძინპინის შეხვედრა. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის, იმუშაოს ჩინეთ-ავღანეთის ურთიერთობაში „ახალი ეპოქის დასაწყებად“. ჩინეთი მთავარი ინვესტორია ავღანეთში, რომელიც მინერალური რესურსებით მდიდარ ქვეყნად ითვლება. პეკინს უკვე გაფორმებული აქვს მსხვილი კონტრაქტები ნავთობისა და სპილენძის საბადოების ასათვისებლად.

XS
SM
MD
LG