Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ფეშმერგას მეომრები სირიის ქალაქ კობანიში ჩადიან


სირიელ ქურთთა ლიდერმა მუსლიმ მუჰამედმა განაცხადა, რომ ერაყელ ქურთთა არმიის, ფეშმერგას 150 მეომარი ერაყის ჩრდილოეთიდან თურქეთში ჩავიდა და იქიდან სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქის, კობანის დამცველ მებრძოლებს შეუერთდებიან. ქურთი მეომრები ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანებისგან კობანის განთავისუფლებას ცდილობენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღო ერაყის ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ. აშშ მეთაურობით მოქმედი კოალიცია განაგრძობს ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვას.

XS
SM
MD
LG