Accessibility links

logo-print

პრემიერი და პრეზიდენტი: კოორდინირებულ მუშაობაზე შევთანხმდით


უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სხდომაზე გაანალიზდა არსებული საფრთხეები და დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომმთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი მუშაობის კოორდინირებულად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. პრემიერის თქმით არ არსებობს საკითხი, რომელზეც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან. "პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი – ყველანი ვართ ერთსულოვანნი და ასეც ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG