Accessibility links

ღარიბაშვილი: 6 თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით გაზრდის. ეს განცხადება პრემიერმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრემიერმა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ეს შეთანხმებები თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

XS
SM
MD
LG