Accessibility links

ევროკავშირმა ძალაში დატოვა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 28 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, გადაწყვიტეს, ძალაში დატოვონ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ყველა სანქცია, რომელიც შემოღებულ იქნა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. სანქციები ამოქმედებისას, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ემსჯელათ ამ საკითხზე და - ვითარების შესაბამისად - ან შეესუსტებინათ ან გაეძლიერებინათ სანქციები. იტალია და უნგრეთი მხარს უჭერდნენ სანქციების შესუსტებას ან გაუქმებას, მაგრამ საამისოდ აუცილებელი იყო ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა. ლიტვა, მაგალითად, ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრებულ უნდა იქნეს.

XS
SM
MD
LG