Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსნისთვის ბრალის წაყენების პროცესი მიმდინარეობს


დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა პროკურატურამ 28 ოქტომბერს. მათ ადანაშაულებენ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვისას კომპანია „სილქნეტისთვის“ პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვაში. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე ძალიან აგონებს 2013 წელს, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებას.

XS
SM
MD
LG