Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი ვერ ხედავს მაღალჩინოსანთა დაკავების გამო ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების გამო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. „არ მიმაჩნია, რომ თუნდაც გამოძიების დასრულებამდე ალასანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს“ - განუცხადა სესიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის გადადგომასთან პარალელს, ირაკლი სესიაშვილის თქმით, მინისტრი ყველა თანამშრომლის გადაცდომაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თავდაცვის მინისტრის გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს ვერც საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს, რადგან მგონია, რომ თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. თავად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გერმანიაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

XS
SM
MD
LG