Accessibility links

logo-print

იაცენიუკი ვარაუდობს, რომ უკრაინის პრემიერი დარჩება


არსენი იაცენიუკი ვარაუდობს, რომ ის უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება, როცა ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. მან 29 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პარტია, რომელიც პირველ ადგილზე გავა არჩევნებში, მოვალეა დაიწყოს კოალიციის შექმნის პროცესი და ამ პარტიის ლიდერი მთავრობას უდგება სათავეში. იაცენიუკის სახალხო ფრონტმა, 26 ოქტომბრის არჩევნებში, ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 22, 2 პროცენტი მიიმხრო. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკს 21,8 პროცენტი აქვს მოპოვებული. იაცენიუკმა განაცხადა, რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებს შორისო. მან დაასახელა პოროშენკოს ბლოკი, ყოფილი პრემიერის, ტიმოშენკოს პარტია, „სამოპომიჩი“ და რადიკალური პარტია.

XS
SM
MD
LG