Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს ლიბერიაში ებოლის გავრცელების შემცირებას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში, შესაძლოა, მცირდება ებოლის ვირუსის გავრცელება. ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწის ბრიუს აილვარდის 29 ოქტომბრის განცხადებით, ლიბერიაში შემცირდა ებოლით გარდაცვლილთა და ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის თვლის, რომ ნაადრევია ძალიან ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ლიბერიაში ებოლით ნავარაუდევზე თითქმის სამასით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, სიერა ლეონეში კი ნავარაუდევზე 200-ით მეტია გარდაცვლილთა რიცხვი. ორგანიზაციის ახალი სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა 4922-ია.

XS
SM
MD
LG