Accessibility links

logo-print

განახლდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკითხზე


29 ოქტომბერს რუსეთმა და უკრაინამ ბრიუსელში, ევროკავშირის მედიატორობით განაახლეს ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს მასპინძლობს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი. რუსეთსა და უკრაინას ენერგეტიკის მინისტრები წარმოადგენენ. ოთხშაბათს საღამოს დაგეგმილი პრეს-კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგების გამოცხადებას იმედოვნებდა, ხუთშაბათს დილისთვის გადაიდო. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩანს, გვიანობამდე გაგრძელდება, პრესკონფერენცია გაიმართება ხვალ დილით, 8:30-ზე“.

XS
SM
MD
LG