Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინისგან ფინანსურ გარანტიებს ითხოვს


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, უკრაინა რუსეთს დაპირდა ზამთრის პერიოდისთვის 4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის დასაფარად სახსრების მოძიებას. ნოვაკის თანახმად, უკრაინამ მოლაპარაკებები გამართა ევროკომისიასთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ფინანსების მოსაპოვებლად. ნოვაკმა აგრეთვე განაცხადა, რომ მხარეები აპირებენ დამატებითი შეთანხმების ხელმოწერას უკრაინის „ნაფტოგაზსა“ და რუსეთის „გზაპრომს“ შორის. მოლაპარაკებების რაუნდი, რომელიც 29 ოქტომბერს დაიწყო, არ დასრულებულა და 30 ოქტომბერს საღამოს გაგრძელდება. თავის მხრივ, „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალეკსეი მილერმა განაცხადა, რომ გაზზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუკი უკრაინა და ევროკავშირი არ მიაღევენ შეთანხმებას გაზის მიწოდების ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

XS
SM
MD
LG