Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლანდი: აშშ სრულად ენდობა ირაკლი ალასანიას და სამინისტროს გუნდს


აშშ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და სამინისტროს გუნდს სრულად ენდობა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მისივე თქმით, ვაშინგტონს აქვს სრული ნდობა საქართველოს, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატოს ფარგლებში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოძიების სრულფასოვნად წარმართვა და მასთან თანამშრომლობა. „ჩვენ მივესალმებით ასეთ გამოძიებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პროცესი წარიმართოს მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

XS
SM
MD
LG